Global Muslim Travel Index 2017-ის (GMTI) მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, ჰალალ-ტურიზმის მიმართულებით თურქეთი პოზიციებს კარგავს. ქვეყანამ შესაბამის რეიტინგში პოზიცია დათმო და მეოთხე ადგილზეა.
როგორც Mastercard-Crescent-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგშია აღნიშნული, მუსულმანური ტურიზმის ლიდერები მალაიზია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ინდონეზიაა. არადა წინა რეიტინგში თურქეთი „შესანიშნავ სამეულში“ იყო. რაც შეეხება უშუალოდ კატეგირიას The best developed Halal ecosystems აქ ლიდერი არაბეთის გაერთიანებული საემიროებია, თურქეთი მესამე ადგილს იკავებს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წლისთვის მუსულმანური ტურიზმის ფინანსური ბრუნვა 220 მლრდ დოლარს მიაღწევს. 2015 წელს ჰალალ ტურიზმის მომსახურებით 117 მლნ ადამიანმა ისარგებლა, 2016 წელს კი – 121 მლნ ადამიანმა.