ინდოეთში ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების რეალიზაცია 2030 წლამდე აიკრძალება.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის ქვანახშირის წარმოებისა და მაღაროების მინისტრიმა პიუშ გოიალმა გააკეთა.
„ჩვენ ელეტრომობილების სერიოზულ დანერგვაზე გადავალთ. 2030 წლისთვის ქვეყანაში ელეტრომობილების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილი უნდა იყოს“ განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის ელექტრომობილების გარდა სხვა სახის ავტომობილების ყიდვას აზრი აღარ უნდა ქონდეს.
სტატსიტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ჰაერის დაბინძურების გამო ინდოეთში ყოველწლიურად 2,3 მლნ ადამიანი იღუპება.