სამინისტროებში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე გამოთქმული პრეტენზიები და შეფასებები, ვფიქრობ არაობიექტურია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საია-ს კვლევას, რომლის თანახმად, ხუთ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა.
პრემიერის განცხადებით, სადაც შესაძლებელი იყო დარჩნენ თანამშრომლები, სადაც საჭირო იყო, რომ ოპტიმიზაცია გაკეთებულიყო, იქ მიღებული იქნა გაშვების გადაწყვეტილება.
”არ ვეთანხმები მე ამ შეფასებას. ჩვენ მაქსიმალურად გავუფრთხილდით ადამიანებს, სადაც შესაძლებელი იყო დავტოვეთ თანამშრომლები, სადაც საჭირო იყო, რომ ოპტიმიზაცია გაკეთებულიყო გამომდინარე საბიუჯეტო პარამეტრებიდან და გამომდინარე ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებიდან, იმ ნაწილში მივიღეთ გადაწყვეტილება. ამ ფორმატში ძალიან ძნელია ანალიზის გაკეთება. ძირითადად რაც შემიძლია გითხრათ, ესაა, რომ ვფიქრობ, ეს არის არაობიექტური შეფასება”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.