გასულ წელს საქართველოდან 749,4 მლნ კვტ. საათი ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ანგარიშში ნათქვამია, რომ 2009 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 254,9 მლნ კვტ. საათით განისაზღვრა.
2009 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობით ელექტროენგიის ექსპორტი რუსეთში განხორციელდა. რუსეთში ექსპორტირებული ენერგიის მოცულობამ 525,78 მლნ კვტ.საათი შეადგინა.
გასულ წელს საქართველოდან თურქეთში 182,34 მლნ კვტ. საათი ელექტრონერგიაა ექსპორტირებული, აზერბაიჯანში - 21,44 მლნ კვტ. საათი, ხოლო სომხეთში - 19,80 მლნ კვტ. საათი.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ანგარიშის მიხედვით,
რუსეთიდან საქართველოში 2009 წელს 223,37 მლნ კვტ. საათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, აზერბაიჯანიდან საქართველოში - 31,57 მლნ კვტ.საათის, თურქეთიდან - 19,80 მლნ კვტ.საათის, ხოლო სომხეთიდან - 0,04 მლნ კვტ. საათის.