3 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.4416 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6635 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6650 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.15 თეთრი შეადგინა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.6902 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.1550 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 მაისიდან შევა ძალაში.