სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით (GCAA) , 2017 წლის განმავლობაში საქართველოში საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 6 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ავიაკომპანია Gulf Air-ი (რეგულარული) ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით (22 ივნისიდან) იფრენს.
რაც შეეხება Air Arabia Jordan-ს (რეგულარული), ავიაკომპანიამ ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებაზე, კვირაში 2 სიხშირით, ფრენები 28 აპრილიდან უკვე დაიწყო.
საქართველოს ავიაბაზრისთვის ახალი მოთამაშეა ასევე RedWings-ი (რეგულარული), რომელიც მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით (2 ივნისიდან) იფრენს.
ავიაკომპანია Nordavia – Regional Airlines (რეგულარული) კი 3 ივნისიდან სანკტ-პეტერბურგი-ბათუმი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირით, ხოლო სანკტ-პეტერბურგი-თბილისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით კი კვირაში 2 სიხშირით (2 ივნისიდან) იფრენს.
საქართველოს მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების განხორციელება უკვე დაიწყო ავიაკომოპანია Nordstar-მა, რომელიც მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებაზე კვირაში 3 სიხშირით იფრენს.
უკვე დამტკიცებული სქემის მიხედვით, 3 ივნისიდან) ავიაკომპანია Severstal-ი (რეგულარული) ჩერეპოვეცი-ბათუმი-ჩერეპოვეცის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირით იფრენს.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2017 წლის სეზონზე საქართველოდან ახალი მიმართულებებითაც დაიწყო ფრენები. უფრო კონკრეტულად კი ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა Georgian Airways-მა არსებულ მიმართულებებს კიდევ რამდენიმე მიმართულება დაამატა.
თბილისი-ლონდონი-თბილისი (15 მაისიდან);
თბილისი-პრაღა-თბილისი (22 მაისიდან);
თბილისი-კიევი-თბილისი (2 აპრილიდან დაიწყო);
ასევე ჩარტერები:
თბილისი-ბარსელონა-თბილისი (5 ივლისიდან);
თბილისი-ყაზანი-თბილისი (2 ივნისიდან);
თბილისი-ბეირუთი-თბილისი (დაიწყო 13 აპრილიდან);
რაც შეეხება უცხოური ავიაკომპანიებს და ახალ მიმართულებებს, დამტკიცებული სექმა ასე გამოიყურება:
Flydubai - დუბაი-ბათუმი-დუბაი (22 ივლისიდან);
Gulf Air - ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინი (22 ივნისიდან);
Ural Airlines - სოჭი-თბილისი-სოჭი (დაიწყო 1 მაისიდან);
Air Arabia Jordan - ამანი-თბილისი-ამანი (დაიწყო 28 აპრილიდან);
Wizz Air - ქუთაისი-ლონდონი-ქუთაისი (18 ივნისიდან);
S7 Airlines (Siberia) - ნოვოსიბირსკი-თბილისი-ნოვოსიბირსკი (29 აპრილიდან); ქუთაისი-მოსკოვი-ქუთაისი (7 ივნისიდან)
ELLINAIR - ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონი (15 ივნისიდან);
Ukraine International Airlines - ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპოროჟიე (21 ივნისიდან); ქუთაისი-ოდესა-ქუთაისი (3 ივნისიდან)
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტში განმარტავენ, ამ მომენტისათვის, საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას სულ 34 სამგზავრო ავიაკომპანია ახორციელებს, რომელსაც ივნისში კიდევ 5 ავიაკომპანია დაემატება.
„რაც შეეხება ფრენის სიხშირეებს, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას 1 კვირის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში ფრენები შესრულდება დაახლოებით კვირაში 400 სიხშირით. გასული 2016 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში ფრენები სრულდებოდა კვირაში დაახლოებით 350-365 სიხშირით», აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.