საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა. საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნეს.
მათი თქმით, ისრაელთან უვიზო რეჟიმი შრომის უფლებას არ ითვალისწინებს, თუმცა 2016 წელს ქქვეყანაში შესული მოქალაქეებიდან 4110 პირი უკან აღარ დაბრუნდა.
სტატისტიკის მიხედვით, წინა წელს ისრაელში საქართველოს 18437 მოქალაქე შევიდა, უკან კი 14327 დაბრუნდა. საზღვარის გადაკვეთაზე უარი ეთქვა 3974 ადამიანს, 304-ს კი დეპორტი შეეხო.