ავიაკომპანია WindRose Airlines-ი უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს. შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანიამ უკრაინის საავიაციო ხელისუფლებისგან უკვე მიიღო.
უკვე ცნობილია, რომ WindRosee Airlines-ი უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქ დნეპრიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს დაიწყებს.
როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ "ჯი-ეიჩ-ენ"-ს განუცხადა, WindRose-ს საქართველოში ფრენების დაწყების ნებართვის მისაღებად სააგენტოში შესაბამისი განაცხადი ჯერჯერობით არ შეუტანია, თუმცა მხარეებს შორის კონსულტაციები დაწყებულია.
WindRose 2003 წელს დაფუძნებული ავიაკომპანიაა, რომელიც ჩარტერული ავიარეისების შესრულებაზეა ორიენტირებული. მისი მთავარი მიზანი კორპორატიული, ტურისტული და VIP რეისების განხორციელება.
WindRose Airlines-ი კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და მისი ავიაფლოტი ოთხ Airbus A321-ს, ერთ Airbus A320-სა და ერთ Airbus A330-ს აერთიანებს.