კაშკაშა ფეხსაცნელები, რომელიც იტალიელი დიზაინერის ანტონიო ბიეტრის კოლექციიდანაა, დუბაიში მიმდინარე Leatherworld Middle East 2017-ზე წარმოადგინეს. ფეხსაცმელი ხელნაკეთია და ის ოქროს ძაფებითაა შეკერილი, ხოლო ქუსლები ბრილიანტის თვლებითაა მორთული. ფეხსაცმლის ღირებულება კი 33 ათასი დოლარიდან 82 ათას დოლარამდეა.
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კლიენტს ფეხსაცმელი Swarovski-ს თვლებითაც მოურთონ.