"ახალი საქართველოს" ლიდერებმა ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე, ეკოლოგიური პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლებმა სახურავების გამწვანების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით, მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში, პირველ ადგილზე.
გიორგი ვაშაძემ დავით ნარმანიას მიმართა, რათა ქალაქის მერიამ გამწვანებისთვის საჭირო ხის ნერგები გამოყოს.