უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი მარტივდება. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" განათლებისდა მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ წარმოადგინა.
როგორც მან აღნიშნა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის გამარტივება ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურმმართველობას. კანონპროექტი მიზნად ისახავს ლიბერალური განათლების განხორციელების ხელშეწყობას, რომელიც ორიენტირებულია, როგორც სტუდენტებისტრანსფერული უნარების განვითარებაზე, ასევე ფართო ცოდნის მიღებაზე. ლია გიგაურის განმარტებით, კანონპროექტით მაგისტრატურის მიზნები იხვეწება, რადგანკანონის მოქმედი რედაქციით მაგისტრატურის მიზნები საკმაოდ ვიწროა და შემოიფარგლება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადებით. კანოპნპროქტით მოხსნილია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისდირექტორის არჩევასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა.
დღესვე კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტიკანონის პროექტები: „მეცნიერების, ტექნოლოგიებისადა მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".
კანონპროექტების მიღების შემთხვევაში, შეიცვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელი და ფონდისსახელწოდებად განისაზღვრება შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საჯარო სამართლისიურიდიული პირი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუციებთან ნორმატიული აქტებითგანსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით. როგორც ინიციატორები განმარტავენ, პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტისდაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო ფონდების სახელწოდება მოიცავს სახელმწიფოს სახელს. წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, საერთაშორისოპარტნიორებისთვის ნათელი გახდება, რომ ფონდი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას, რაც თავის მხრივ, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის წინაპირობაა.
კომიტეტს მიაჩნია, რომ მხედველობაშია მისაღები დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, აგრეთვე, სამეცნიეროსფეროებში ერთიანი ასაკობრივი ზღვარის დადგენის თაობაზე. „განათლების სისტემებში მიმდინარე რეფორმების შინაარსობრივი მხარის მკაფიოდ განსაზღვრამდემიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ საკითხთან მიმართებაში კანონში არსებული რეგულაციის შენარჩუნება", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა პირველი მოსმენით,ზემოაღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით.