დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებით, შესაძლოა, თბილისის აეროპორტში "სიგარეტის მოსაწევი ჯიხური" დამონტაჟდეს.
როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თბილისის აეროპორტი ტრანზიტული არ არის, გამონაკლის მაინც დაუშვებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აეროპორტი ჯერ ტრანზიტული აეროპორტი არ არის (ძირითადად მოსაწევი ადგილები არის ტრანზიტულ აეროპორტებში), ჩვენ მაინც დავუშვით გამონაკლისი, რომ იქ შეიძლება, იყოს სპეციალური მოსაწევი ჯიხური, რომელიც გარკვეული სტანდარტების მიხედვით იქნება დამზადებული", - განაცხადა მაღრაძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.
მაღრაძის განცხადებით, მოსაწევი ჯიხურის ფართობი დაახლოებით 6კვ.მ. იქნება.
"6 კვ.მ. არის ის, რომ ვისაც ძალიან უნდა მოწევა და არ შეუძლია, მოითმინოს, ცოტა დისკომფორტში შევა. აეროპორტის მთელს ნაწილს ვერ მივცემთ ახლა, რომ დაიდგას ფეშენებელური ოთახები", - აღნიშნა მაღრაძემ.