მოტოკლუბ „ღამის მგლების“ პრესმდივანის, ანა კომაროვას განცხადებით, შესაძლოა რუსმა ბაიკერებმა ვერ შეძლონ საქართველოში შემოსვლა, რადგან დროში ვერ ეტევიან.
კომაროვამ კლუბის პრეზიდენტის, ალექსანდრე ზალდასტანოვის განცხადება გაავრცელა: „მიგვიწევს გული, თუმცა, ალბათ, ვეღარ მოვასწრებთ. დიდი ხანია, დავპირდი ალექსანდრე ზახარჩენკოს, ასევე პეტერბურგშიც გველოდებიან 6 მაისს“.
„ღამის მგლები“ საქართველოს 2015 წელსაც სტუმრობდნენ, რაც ქართველებსა და რუს ბაიკერებს შორის დაპირისპირებით დასრულდა.