საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, განუცხადეს. დეკანოიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის 12 აპრილის გადაწყვეტილებაა. მათივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა პროცედურების სრული დაცვით მიიღო.