გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი გრძელდება.
ამჯერად თბილისის მონაცემებს ორი ქალაქის, ბათუმსა და ჭიათურაში დამონტაჟებული ავტომატური სადგურების მონაცემები დაემატა.
აღნიშნული სადგურების საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ხორციელდება.
შედეგები იხილეთ ბმულზე: http://meteo.gov.ge/radiation_pdf/257.pdf
აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ბათუმისა და ჭიათურის ავტომატური სადგურების მინიტორინგის შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დეტალური ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია: http://nea.gov.ge/