გვირილების დღის პარალელურად ქუთაისში საპროტესტო აქციაც გაიმართა. მონაწილეები აპროტესტებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებმა. მათ კოლხური ჯაჭვის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.