გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 3-დან 8 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერება:
3 – 7 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
3 – 4 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +19, +24 გრადუსი იქნება.
5 - 6 მაისს +23, +28 გრადუსამდე დათბება.
7 მაისს ისევ შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.
1 – 7 მაისს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა.