თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებით სამუშაო დოკუმენტი უკვე არსებობს. მისი თქმით, დოკუმენტი სპეციალისტებთან ერთადაა შექმნილი, თუმცა ამჟამად დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
”აღნიშნული სამუშაო დოკუმენტის მთავარი მიზანია უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს როგორც მძღოლის, ასევე ავტომობილის უსაფრთხოებას. თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტი უნდა დავხვეწოთ და საერთაშორისო პრაქტიკას გავეცნოთ. უახლოეს პერიოდში ჯერჯერობით ჩვენ ეს დაგეგმილი არ გვაქვს. როდესაც დოკუმენტი გახდება საჯარო, ამის შემდეგ შეგვიძლია კონკრეტულ ვადებზე საუბარი”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.