იტალიამ ვერ მოახერხა და საკუთარი ეროვნული ავიაკომპანია Alitalia ვერ გადაარჩინა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს გაკოტრდა.
როგორც უცხოური მედია წერს, €2 მილიარდიანი რეკაპიტალიზაცია, გადამზიდავის გადარჩენის გეგმა - პრივატიზაცია ფაქტობრივად ჩავარდა და Alitalia შესაბამის „იურიდიულ პროცედურებს“ იწყებს, რადგანაც ყოველგვარი სახსრები უკვე ამოწურულია.
როგორც ირკვევა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ლუკა კორდერო დი მონტეცემოლომ მთავრობას ფორმალურად უკვე აცნობა, რომ კომპანია კრიზისის ადმინისტრატორის შერჩევის პროცესს იწყებს.
კრიზისის ადმინისტრატორის შერჩევა კი კომპანიის იურიდიული რეორგანიზაციისათვის პირველი ნაბიჯია.
როგორც ქყეყნის ეკონომიკის მინისტრმა კარლო კალენდამ განაცხადა, კრიზისის ადმინისტრატორი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ Alitalia-ს აქტივების ნაწილობრივ ან სრულად გაყიდვა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავიაკომპანიის ლიკვიდაცია გარდაუვალია.