ქორწილის დაგეგმვა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ამ დროს მნიშვნელოვანია ასევე საქორწილო მოგზაურობის დაგეგმვა, რომლის მოძიებას და სასურველი საგზურის „შექმნას“ საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. თუმცაღა წყვილების ნაწილი საქორწილო მოგზაურობაში ბევრი ფულის „გადაყრას“ არ აპირებს და ამისათვის საკმაოდ იაფიან მარშრუტებსაც ირჩევს.
ამ ფონზე ტურისტული გამოცემა Lonely Planet-ის რედაქტორებმა საქორწინო მოგზაურობისთვის ყველაზე იაფიანი მიმართულებების რეიტინგი შეადგინდეს. საუკეთესო ათეულში პირველ პოზიციაზე მაროკოა.
- მაროკო;
- ინდოეთი;
- ვიეტნამი;
- პორტუგალია;
- ინდონეზია;
- ჰონდურასი;
- კამბოჯა;
- ბულგარეთი;
- შრი-ლანკა;
- პუერტო-რიკო.