მაისის დღესასწაულებზე ავიაკომპანია Nord Star Airline პირველად საქართველოს ისტორიაში ნიშნავს ტურისტულ ჩარტერულ რეისს მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით. ბორტზე 170 მგზავრი იქნება, მათ შორის 50 აგენტი - ტურისტული კომპანია Rus Tour-ის წარმომადგენელია.
ავიაკომპანია რეისების შესრულებას 2 ივნისიდან იწყებს. ფრენებს კომპანია, პირველად ბათუმის აეროპორტის ისტორიაში, BOEING-737-ით განახორციელებს.
ფრენების პროგრამა დაგეგმილია 22 სექტემბრამდე, ფრენის სიხშირე 2-ჯერ კვირაში, ორშაბათს და პარასკევს.
ავიაკომპანია გადაიყვანს ტურისტებს მოსკოვიდან საქართველოში და უკან, რათა ისინი გაეცნონ საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.
ტურის მასპინძელი კომპანიაა „აჭარა ტურია“, რომელიც სთავაზობს უნიკალურ მომსახურებას ტურიზმის სფეროში. "აჭარა ტური“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად ახორციელებს ინფო-ტურს ტურ-აგენტებისთვის, რომლის დროსაც აგენტები გაეცნობიან სასტუმრო, სარესტორნო, საექსკურსიო ბაზებს აჭარაში.