ავსტრალიურმა ავიაკომპანია Virgin Australia-მ ახალგაზრდა წყვილს: ბრენდან და ჯული უიდოუსონებს ავიაბილეთზე გვარის ცვლილებისთვის 8,6 ათასი დოლარი მოსთოვა.
ბრენდან უიდოუსონმა და ჯულია უოლისმა საქორწილო მოგზაურობისთვის ავიაბილეთები ხორვატიის, ჩერნოგორიისა და ალბანეთის მიმართულებით ჯერ კიდევ 2016 წელს დაჯავშნეს.
მათი მოგზაურობა კი 2017 წლის 14 მაისიდან უნდა დაწყებულიყო.
თებერვალში წყვილი დაქოწინდა და ცოლი ქმრის გვარზე გადავიდა. ქორწილის შემდეგ ქმარმა ავიაკომპანია Virgin Australia-ს ბილეთზე ცოლის გვარის შეცვლა სთხოვა.
თუმცა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიას ეს არ შეუძლია და ცოლ-ქმარმა ავიაბილეთზე განაცხადი ხელმეორედ უნდა გააკეთოს. იმავდროულად წყვილს არსებული ჯავშნის გაუქმებისთვის გარკვეული გადასახადის გადახდაც მოუწევდა.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ Virgin Australia-მ წყვილს ადგილები ავიაკომპანია Etihad Airways-ის რეისებზე გადაუცვალა, თუმცა უიდოუსონებს არაბული ავიაკომპანიის მოსაკრებლების ფასთა სხვაობის გამო 1000 დოლარის დამატება მოუხდათ.