სტამბოლოს მთავრობის გადაწყვეტილებით „ტურისტუმა პოლიციამ“ მუშაობა დაიწყო. „ტურისტული პოლიცია“ მეგაპოლისის იმ რაიონებს გააკონტროლებს, სადაც ტურუსტული ნაკადები დიდია.
მათი მთავარი დანიშნულება კი სტამბოლში ჩასული ტურისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. „ტურისტული პოლიცია“ ასევე პატრულირებს სტამბოლის ორივე აეროპორტის ჩამოფრენა/გაფრენის ტერმინალებთან. სამომავლოდ კი „ტურისტული პოლიცია“ ოფიციალურად რეგისტრირებული ტურისტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასაც დაიწყებს, უფრო კონკრეტულად კი ინფორმაციას მათი გადაადგილებების შესახებ, რათა უკეთ მოახერხონ მათი უსაფრთხოების დაცვა.
„ტურისტული პოლიცია“ ნარინჯისფერ-შავ ფერებში იქნება შემოსილი და ისინი ქალაქის ქუჩებში ფეხით, ველოსიპედით და ავტომობილებით გადაადგილდებიან.
„ტურისტული პოლიციის“ თანამშრომლები მრავალ ენაზე ისაუბრენენ და ტურისტებს მათთან კომუნიკაცია გაუმარტივდებათ. აღსანიშნავია, რომ უცხოელები სტამბულში ძირითადად ჯიბის ქურდობისა და ვალუტის გადახურდავებისას თაღლითობის მსხვეროლნი ხდებიან.
სამომავლოდ დადგეგმილია ასევე სპეციალური ქოლცენტრის ამოქმედება და ასევე სოციალურ ქსელებში სპეციალური აკაუნტის შექმნა, სადაც უცხოელები თავიანთი საჩივრების შესახებ განათავსებენ ინფორმაციებს.
სტამბოლის გამოცდილების მაგალითზე მსგავსი პოლიციის გამოჩენა დაგეგმილია ასევე ანტალიაშიც.
სტამბოლში ბოლო დროინდელი არეულობისა და ტერაქტების ფონზე ტურისტების ნაწილი თურქეთის კულტურულ-ტურისტულ დედაქალაქში ჩასვლისგან თავს იკავებს, სწორედ ამიტომ თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა „ტურისტული პოლიცია“.
2016 წლის მონაცემებით, სტამბოლს 9,2 უცხოელი ტურისტი სტუმრობდა. 2015 წელს კი მათი მაჩვენებელი 12,4 მლნ იყო.