მასშტაბურ, საქველმოქმედო ღონისძიებაზე - Wings For Life World Run 2017- ზე რეგისტრაცია დღეს დასრულდა.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 5000 მსურველი უკვე დარეგისტრირდა. რეგისტრაცია 4 მაისამდე იყო, თუმცა ექვსი დღით ადრე 5 000 კაციანი ლიმიტი ამოიწურა.
მონაწილეებს, სარეგისტრაციო ნომრების აღება (ნომრებით, რომელბითაც უნდა ირბინონ) 4 და 5 მაისს „ისთ ფოინთში“ საღამოს 9 საათამდე, ან 7 მაისს, კახეთში 3–ის ნახევრამდე შეუძლიათ.