ყირგიზეთში სტიქიამ 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მეწყერი გამთენიისას ოშის ოლქში მდებარე უზგენის რაიონში ჩამოწვა და 7 სახლი დაფარა. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება. არ არის გამორიცხული, მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზარდოს.