მსოფლიო ბანკის ახალი მოხსენებითი ანგარიშის თანახმად, 2018 წელს ნავთობის ფასი გაიზრდება 60 დოლარამდე/ბარელზე, 2017 წელს კი ნავთობის ღირებულება დარჩება 55 დოლარის ფარგლებში ბარელზე.
მოხსენების თანახმად, ნავთობის ფასის ზრდა, რომელსაც ხელი შეუწყო მოპოვების შემცირებამ ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ, შესაძლებელს გახდის მოხდეს ბაზარზე ბალანსის თანდათანობითი აღდგენა.
პროგნოზის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ფასები ენერგომატარებლებზე, მათ შორის, ბუნებრივ გაზზე და ნახშირზე - 26%-ით მიმდინარე წელს და 8%-ით 2018 წელს. ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ფასი მიმდინარე წელს შესაძლოა გაიზარდოს 15%-ით.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელთან შედარებით ნავთობის ფასის ზრდამ 55 დოლარამდე შეადგინა 26%.