ზოგიერთ ევროპულ მიმართულებაზე მგზავრს ავიაბილეთზე ძვირი ტრანსფერის საფასური უჯდება.
საძიებო სისტემა Flightdelays-ის მონაცემებით, ტრანსფერი და ზოგადად ტაქსის მომსახურება ყველაზე ძვირია გერმანიაში, ესპქნეთში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში.
„ანტირეიტინგში“ პირველ ადგილზეა ჟენევა. აქ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე, ანუ 16 კმ-ს დასაფარად ტაქსის გადასახადი შეადგენს €200, ანუ 4-ჯერ ძვირია ვიდრე მანჩესტერიდან ჟენევამდე ავიაბილეთის საფასური.
ოდნავ დაბალი საფასური აქვს ტრანსფერს ბელფასში (€195) და ნეაპოლში (€131). შედარებისათვის ტრანსპფრი მილანში €13, ხოლო მოსკოვში €14 ღირს.