წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2% შეადგინა, ხოლო თებერვალში - 4,4%-ი.