ავიაკომპანია Turkish Airlines-ი Baku Shopping Festival-ის (BSF) ფარგლებში გაყიდვების სტიმულირებას იწყებს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამ მიზნით Turkish Airlines-ი 10 მაისამდე ბაქოს მიმართულებით განხორციელებულ რეისებზე TAX FREE-ს ფარგლებში შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში, ბარგის სტანდარტულ წონას კიდევ 10 კგ-ს ამატებს.
უნდა აღინიშნოს, რომ 10-13 აპრილის ფარგლებში BSF-ზე TAX FREE-თ მხოლოდ 505 უცხოელმა ისარგებლა.