რუსმა ოკუპანტებმა, უკვე მეორედ, გორის რაიონის სოფელ აძვიდან ადგილობრივი გაიტაცეს.
ადგილობრივები და გატაცებულის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ელდარ გუნდიშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის საქონელს თანასოფლელებთან ერთად მწყემსავდა. მასთან ერთად მყოფმა ახალგაზრდებმა გამოქცევა მოახერხეს, თუმცა ელდარ გუნდიშვილმა ე.წ. მესაზღვრეებისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო.
ის რუსმა ოკუპანტებმა უკვე მეორედ დააკავეს. 68 წლის გუნდიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხოლო მისი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული პირდაპირ ცხინვალის ციხეში, დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.