ზაფხული ტურიზმისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია და დროის ამ მონაკვეთში ტურისტების უმეტესობა უპირატესობას ევროპას ანიჭებს.
ცნობილმა გამოცემამ Lonely Planet ტურისტებისათვის საუკეთესო ევროპული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, ივნისში ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარულობით პოზიტანო (სოფელი და კომუნა იტალიაში) სარგებლობს. ასევე პოპულარულია ედინბურგი და დუბროვნიკი.
ივლისში ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ სტოკჰოლმსა და კრაკოვს, პრაღასა და ამსტერდამს და ასევე ბრიუგესა და ბელგიას.
რაც შეეხება აგვისტოს Lonely Planet-ის ვერსიით პოპულარულია: მადრიდი და ბერლინი, მილანი და ლისაბონი, ბარსელონა და დუბლინი.