გაზაფხულ-ზაფხულზე მზის სათვალეები აქტიალური თემა ხდება და მისი შეძენა აუცილებელია. 2016 წლის განმავლობაში თურქეთში 7 566 770 მზის სათვალე შეიტანეს, რომლის ღირებულებამაც 127,849 მლნ დოლარი შეადგინა.
თურქეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს თურქეთში ყველაზე დიდი რაოდენობით მზის სათვალეების იმპორტი ჩინეთიდან განხორციელდა. 2016 წელს თურქეთში ჩინეთიდან 6 489 875 მზის სათვალე შევიდა, ღირებულებით 71 894 011 დოლარი.
რეიტინგში მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც თურქეთში 839 186 სათვალის იმპორტი განხორცელდა, მათმა ღირებულებამ კი 48,25 მლნ დოლარი შეადგინა.
ცნობისათვის, ჩინეთში დამზადებული სათვალის საშუალო ღირებულება 11 დოლარს, ხოლო იტალიაში დამზადებულის საშუალო ფასი კი 56,3 დოლარია.