საქართველოს ფოსტა, Secret Santa-ს პროექტის ფარგლებში, კურიერის მიერ ამანათების შესაძლო მითვისების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაიკარგა რამდენიმე გზავნილი და ვითარების გამოსავლენად საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ.
"ძვირფასო მომხმარებლებო,
საახალწლო კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირდა უსიამოვნო შემთხვევა - სამწუხაროდ, ზღაპრული „გრინჩი“ რეალობაში გვეწვია. დაიკარგა რამდენიმე გზავნილი და ვითარების გამოსავლენად საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცავები. ამის გამო, რამდენიმე შესაძლო დაზარალებულს უკავშირდებიან, რათა დადგინდეს დაკარგული გზავნილების შესახებ დეტალები. მადლიერი დაგრჩებით, თუ შეძლებთ, რომ ცოტაოდენი დრო დაუთმოთ სამართალდამცველებს, რითაც საქმის სწრაფად დასრულებაში დაეხმარებით", - ნათქვამია განცადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა Secret Santa-ს პროექტის ფარგლებში საქართველოს ფოსტის კურიერის მიერ ამანათების შესაძლო მითვისების საქმეს იძიებს.