"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრო ცენტრ საბას მიმდებარე ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო მაღაზიის 60 კვადრატული მეტრი დაიწვა
ადგილზე 5 სამაშველო მანქანა იყო მობილიზებული. მათ ცეცხლის ლოკალიზება უკვე შეძლეს.
ზარალის ოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.