თბილისში „კარფურის“ რიგით მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა. 1,600 კვ.მ-ზე განთავსებული ახალი სუპერმარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის 14 ათასამდე სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების ფართო არჩევანი, სამზარეულოს აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტექსტილი, კარფურის მიერ წარმოებული 1000 - მდე სახეობის პროდუქტი და მრავალი სხვა.
ახალი სუპერმარკეტი, რომელშიც 150 - მდე ადამიანი დასაქმდა, ცინცაძის ქუჩის 12 ნომერში მდებარეობს და ის მომხმარებლებს ყოველდღე, დილის 9:30 დან 10:00 - საათამდე მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ „კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ეკსლუზიური მფლობელი „ Majid Al Futtaim Retail“-ია, რეგიონში სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ლიდერი.
ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
„კარფური“ ქართულ ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში, ხოლო დღეისათვის თბილისში უკვე კარფურის 2 ჰიპერმარკეტი და 5 სუპერმარკეტია წარმოდგენილი. კომპანია ქსელის გაფართოებას საქართველოს რეგიონებშიც გეგმავს.