ბაჰრეინის ავიაკომპანია Gulf Air-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების გარდა სეზონურ ფრენებსაც არ გამორიცხავს.
“ჩვენს ქსელს ყოველთვის ორი მიმართულებით ვაფასებთ, როგორც ფრენების სიხშირის თვალსაზრისით, აგრეთვე დანიშნულების ადგილებით. ჩვენი მისიაა, მომხმარებლისთვის უზრუნველვყოთ უსაფრთხო და საიმედო საჰაერო ტრანსპორტირება თანამედროვე არაბული სტუმართმოყვარეობით. ვმუშაობთ, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ მგზავრთა მოთხოვნებს. როდესაც ვხედავთ, რომ მოთხოვნა იზრდება, ვცდილობთ, მათზე ადაპტირებული მომსახურება მივაწოდოთ. რადგანაც ჩვენ შემოვედით საქართველოში, შევაფასეთ ჩვენი მუშაობა თბილისში და მარშრუტებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გაზრდილიყო მათი პოპულარობა, ახლა სხვა შესაძლებლობებსაც განვიხილავთ – მათ შორის სეზონურ მიმართულებებსაც”, აცხადებს აცხადებს Gulf Air-ის აღმასრულებელი დირექტორი მაჰერ სალმან ალ მუსალამი.
შეგახსენებთ, რომ Gulf Air-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს ივნისიდან დაიწყებს. Gulf Air თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 3 კვირის განმავლობაში განახორციელებს. ბაჰრეინის ეროვნლი ავიაგადამზიდავი პირდაირ ავიაფრენებს რეგიონის 10-მდე ქალაქში ახორციელებს, Bahrain International Airport-დან, რაც მგზავრებისთვის მას ჰაბად აქცევს.