ბაჰრეინისა და ზოგადად GCC-ის მასშტაბით საქართველოს ცნობადობის ამაღლება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზეცაა დამოკიდებული.
„ჩვენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სხვადასხვა ორგანიზაციისგან თანამშრომლობას ველით, რათა ბაჰრეინსა და GCC-ის მასშტაბით ავამაღლოთ ცნობიერება საქართველოს შესახებ, ამავდროულად ავამაღლოთ Gulf Air-ის, ჩვენი პროდუქტისა და სერვისის ცნობადობა, თუ რა გამოგვარჩევს ჩვენ, როგორც ავიაკომპანიას, სხვებისგან. მე უკვე შევხვდი საქართველოს ელჩს საუდის არაბეთის სამეფოში, გიორგი ჯანჯღავას, რათა განგვეხილა სამომავლო თანამშრომლობა”, აცხადებს ბაჰრეინის ავიაკომპანია Gulf Air-ის აღმასრულებელი დირექტორი მაჰერ სალმან ალ მუსალამი.
ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ იმისათვის, რომ ეს მარშრუტი წარმატებით განხორციელდეს კონცენტრირება წარმატებულ ერთობლივ ძალისხმევაზე უნდა მოხდეს.
„მჯერა, ეს კარგი დასაწყისია და იმედი მაქვს, ყველა მოვიმკით იმ მოსავალს, რომელიც ჩვენს ხანგძლივ და მტკიცე მუშაობას მოჰყვება”, აცხადებს Gulf Air-ის აღმასრულებელი დირექტორი მაჰერ სალმან ალ მუსალამი.
შეგახსენებთ, რომ Gulf Air-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს ივნისიდან დაიწყებს. Gulf Air თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 3 კვირის განმავლობაში განახორციელებს. ბაჰრეინის ეროვნლი ავიაგადამზიდავი პირდაირ ავიაფრენებს რეგიონის 10-მდე ქალაქში ახორციელებს, Bahrain International Airport-დან, რაც მგზავრებისთვის მას ჰაბად აქცევს.