აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე 21-22 აპრილს საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებს ბათუმში მასპინძლობს. ბრაზილიის, საბერძნეთის, იაპონიის, ყაზახეთის, კორეის, თურქეთის აშშ-ის ელჩების და ნატოს ოფისის ხელმძღვანელის მეუღლეები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან, დაათვალიერებენ ღირშესანიშნაობებს და მუზეუმებს, გაეცნობიან ქართულ ფოლკლორსა და აჭარულ სამზარეულოს.