ავიაკომპანია Windrose Airlines-ი უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს გეგმავს. როგორც უკრაინული მედია წერს, 28 აპრილს ქვეყნის სახელმწიფო ავიასამსახური ეროვნული ავიაკომპანიებისთვის სიხშირეების გაცემის საკითხს განიხილავს და მათ შორისაა Windrose Airlines-ის მოთხოვნა, რომელსაც უკრაინის მესამე უდიდესი ქალაქ დნეპრიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყება სურს.
Windrose 2003 წელს დაფუძნებული ავიაკომპანიაა, რომელიც ჩარტერული ავიარეისების შესრულებაზეა ორიენტირებული. მისი მთავარი მიზანი კორპორატიული, ტურისტული და VIP რეისების განხორციელება.
Windrose Airlines-ი კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და მისი ავიაფლოტი ოთხ Airbus A321-ს, ერთ Airbus A320-სა და ერთ Airbus A330-ს აერთიანებს.