სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს და ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობების შესახებ.
„საკურორტო სეზონის მოახლოებასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად აქტუალურიხდება მაღალი რისკის სურსათის - ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციისპირობების დაცვა. მნიშვნელოვანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება დაბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა. სურსათის ეროვნული სააგენტოსაერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ატარებს საინფორმაციო კამპანიას დამოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს არორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის სურსათის შეძენისაგან“ - აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში.
ბიზნესოპერატორებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები ხორცის და ყველის შენახვის და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით, რომელიც მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.