24 აპრილს, 11.45 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გახსნილ ყავის ახალ საწარმოს ესტუმრებიან და მის საქმიანობას ადგილზე გაეცნობიან (მის. თბილისი, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, მუხათგვერდის ქუჩა).
შპს „ბბ კომპანი“-მ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტებით ისარგებლა (სესხი მოცულობა - USD 1.000.000; სააგენტოს თანადაფინანსება -USD 198.000) და თბილისში ყავის საწარმო შექმნა, სადაც დაფქვილიდაფასოებული ყავა „მონდო“ იწარმოება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4.320.000 ლარს შეადგენს, ახალ საწარმოში 15 ადამიანიდასაქმდება.