თბილისის ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა გივი ბერიკაშვილის სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ თბილისის საკრებულო საკრებულოს თავმდჯომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენი და ქართული საზოგადოების მოსაზრებები თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა; აქედან გამომდინარე, გამოვიყენებთ კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებამოსილებას და საკრებულოს წინაშე დავაყენებთ ინიციატივას ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. კონკრეტული ქუჩის შერჩევასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები გაიმართება მსახიობის ოჯახის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან," - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, 83 წლისა გარდაიცვალა.