სტამბოლი ტკბილეულობის ფესტივალს უმასპინძლებს. თურქული მედიის ინფორმაციით, 5-7 მაისს სტამბოლის პარკ KüçükÇiftlik-ში, რიგით მეორე, ტკბილეულობის ფესტივალი TatlıFest გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატირებმა შესაბამისი აკრედიტაცია უშუალოდ თურქეთისა და მსოფლიოს მზარეულთა ასოციაციებიდან მიიღეს.
მსოფლიო დონის თურქი შეფ მზარეულები ფესტივალზე მრავალი დასახელების ტკბილეულს წარმოადგენენ, რომლებიც უშუალოდ მათი რეცეპტებით იქნება მომზადებული.
ფესტივალზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ ასევე ამ დარგში მომუშავე წამყვანი კომპანიებიც.
TatlıFest ტურისტებსაც ელოდება, რომელთაც საშუალება ექნებად უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ ტკბილეულის მომზადებაში და დააგემოვნონ ის.