თურქული სერიალებისადმი ინტერესი იზრდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში თურქული სერიალები მსოფლიოში თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება.
ამერიკული ინტერნეტ პორტალის variety.com-ის მონაცემებით, თურქული სერიალები მსოფლიოს მაშტაბით ამერიკული სერიალების შემდეგ მეორე ადგილზეა.
როგორც ირკვევა თურქული სერიალები ყველაზე მეტად მოთხოვნადია ლათინური ამერიკის ქვეყნებში.
საიტის ინფორმაციით, თურქული სერიალების ექსპორტმა 350 მლნ დოლარს უკვე გადააჭარბა, ხოლო 2023 წლისთვის მისი ექსპორტი უკვე 750 მლნ დოლარამდე იქნება.
ჯერ კიდევ 5 წლის უკან თურქული სერიალები მსოფლიოს 50 ქვეყანაში იყიდებოდა, ხოლო დღეისათვის მათი ექსპორტი უკვე 142 ქვეყანაში ხდება.