ევროპის უმსხვილესი ლოუ-კოსტერი Ryanair-ი კიევიდან ფრენებს სექტემბრიდან დაიწყებს, ანუ დაანონსებულ თარიღთან შედარებით 2 თვით ადრე.
როგორც კომპანიაში განმაერტავენ, ავიაკომპანია ლონდონის მიმართულებით კვირაში 5 ავიარეისს განახორციელებს.
თუმცა ამ ეტაპზე აღარ კონკრტედება უკრაინის დედაქალაქის თუ რომელი აეროპორტიდან განახორციელებს Ryanair-ი ფრენებს. წინასწარ გაცხადებული გეგმის მიხედვით ეს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტი იქნება, თუმცა ამ დრომდე ავიაკომპანიასა და აეროპორტს შორის შეთანხმება ტარიფებთან დაკავშირებით მიღწეული არ არის და შესაბამისად არც კონტრაქტი არსებობს. მხარეებს შორის საბოლოო მოლაპარაკებები აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი.