13 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3915 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში .19 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.5418 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5357 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.61 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6503 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 2.9968 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 აპრილიდან შევა ძალაში.