უკრაინული ავიაკომპანია (Ukraine International Airlines) FlyUIA ბილეთის გაფორმების ეტაპზე მგზავრებს პირად მონაცემებსაც მოსთხოვს. აღნიშნული ნორმა ბილეთის დაჯავშნისას პასპორტისა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის შეყვანას ითვალისწინებს და ეხება როგორც შიდა ასევე საერთაშორისო რეისებს.
როგორც ცნობილია, 12 აპრილიდან ძალაში შევიდა კანონი „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც უმაღლესმა რადამ 2017 წლის 21 მარტს მიიღო. ახალი პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ფრენების რეგულირება და მზავრების, ეკიპაჟის, სახმელეთო მართვისა და საჰაერო ხომალდების უსაფრთხოება.
კანონმდებლობის ახალ ვერსიაში გათვალისწინებულია ICАО-ს, ევროპის კავშირისა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების და ასევე ევროპული კონფედერაციის სამოქალაქო ავიაციის დირექტივები.
გადამზიდავი, რომელიც ასრულებს რეისებს ევროკავშირის პუნქტების მიმართულებით, ან პირიქით, ვალდებულნი არიან წარუდგინონ საემიგრაციო სამსახურებს მგზავრების შესახებ სავარაუდო ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მგზავრის სახელსა და გვარს, პასპორტის მონაცემებს და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას. ასევე ინფორმაციას აფრენა/დაფრენის თარიღების შესახებ, ბილეთის ნომერის, მისი გაფორმების ადგილის, გადახდის ფორმისა და ბარგის შესახებ. დაჯავშნის სისტემა მოწყობილია ისე, რომ მგზავრის პირადი მონაცემების შეყვანის გარეშე ბილეთის გაფორმება არ მოხდება.
თავის მხრივ კი მგზავრის პერსონალური მონაცემების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სავიაციო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებული ღონისძიებების მიზნით და ინახება 6 თვის განმავლობაში. ხოლო შემდეგ ინფორმაცია გადაეგზავნება საინფორმაციო ბაზაში 4,5 წლით შესანახად.