"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ნინო დარასელმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
63 წლის რჩეულიშვილს რამდენიმე კვირის წინ სიმსივნე დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
ერთი საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ნინო დარასელმა ბიძის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დილის შვიდ საათზე გაუარესდა და ის კომაში იყო. მისივე თქმით, ექიმები ოჯახს იმედს აღარ აძლევდნენ.
რამდენიმე წუთის წინ კი ნინო დარასელმა დაადასტურა, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა.
ვახტანგ რჩეულიშვილი "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.