ევროპელი ტურისტები თურქეთში უპრატესობას ბოდრუმს ანიჭებენ. თურქეთის დასავლეთ ნაწილში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 1-ელ აპრილს გაიხსნა და სასტუმროები ტურისტებით უკვე სავსეა.
როგორც სასტუმრო Bodrum Holiday Resort-ის გენერალური დირექტორი სერდარ სარილი განმარტავს, მიუხედევად იმისა, რომ სეზონი რამდენიმე დღის უკან გაიხსნა, სასტუმროს 40%-ზე მეტი უკვე ათვისებულია.
„ჩვენს სასტუმროში სტუმრები ჩერდებიან ძირითადად ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან გერმანიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან“, აღნიშნა სარილმა.
თავად ტურისტები კი აცხადებენ, რომ თურქეთი მათთვის ხელსაყრელი მიმართულებაა.
„მე ძალიან მომწონს ბოდრუმის სასტუმროები. თურქი ხალხი ძალიან პოზიტიურია. აქ ყველას ღიმილით ხვდებიან“, განაცხადა ტურისტმა ჰოლანდიიდან კარალი შოუმ.