ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო შეჯიბრი „წიგნიერი“ გაიმართა. ღონისძიება ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებითა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ჩატარდა.
როგორც გასულ წელს, ახლაც შეჯიბრში პირველი ადგილი 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. გამარჯვებულებს საჩუქრად წიგნის მაღაზიის 150 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები.
ინტელექტუალურ შეჯიბრში 22 საჯარო სკოლის 132 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიება გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, რაიონის საჯარო სკოლებს შორის შეჯიბრი „წიგნიერი“ მეორე წელია ტარდება და მომავალ წელსაც გაიმართება.